ამ კვლევის მიზანია, ევროკავშირის კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმების მნიშვნელობის შესწავლა, მის მიმართ საქართველოს მზადყოფნის ანალიზი და ამ გზაზე მომავალში ფუნდამენტურად აუცილებელი მიდგომების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. დოკუმენტი ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს შეუძლია სტრატეგიული თვითდისციპლინის საფუძველზე ევროპულ ინსტიტუტებში (ევროპის კავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი) და ევროპის დედაქალაქებში, ხელი შეუწყოს აღქმის ფორმირებას, რომ საქართველო მყარად ადგას კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზას და განჭვრეტად მომავალში იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. ეს არის უმთავრესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოს მხრიდან გაწევრიანების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში ევროკავშირმა განაცხადი დადებითად განიხილოს.