E-GRASS წარმოადგენს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ონლაინ კურსების პლატფორმას, რომლის მიზანიცაა ყველა დაინტერესებულს პირს მისცეს საშუალება ონლაინ რეჟიმში მიიღოს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი, ევროკავშირის ისტორია, მისი ინსტიტუტები და სხვ. პლატფორმა შექმნილია პროექტის „საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის და ევროკავშირის შესახებ მასობრივი ღია ონლაინ კურსის (MOOC) შექმნა“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამა, Jean Monnet აქტივობების ფარგლებში.
პროექტის ცალკეულ მიზნებს წარმოადგენს: