Teachers

პაატა გაფრინდაშვილი


პაატა გაფრინდაშვილი არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი. იგი არის ჟან მონეს პროექტების ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის სასწავლო მ...
პაატა გაფრინდაშვილი არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი. იგი არის ჟან მონეს პროექტების ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის სასწავლო მოდულების აკადემიური ხელმძღვანელი. მან მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში უსაფრთხოების განხრით (2000 წელს) და გაერთიანებულ სამეფოში, თავდაცვის სწავლების სამეფო კოლეჯში. 2009-2013 წლებში ის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ავსტრიაში. მისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, იგი მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო მოლაპარაკებაში.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა

Teachers

სერგი კაპანაძე


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს(აშშ) უნივერსიტეტის პოლი...
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლობდა დრიუს(აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2003 წელს- ბუდაპეშტის(უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2010 წელს მიენიჭა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორად, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსად; საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ამავე სამინისტროს საერთაშორისო ორგანიცაზიების დეპარტამენტის დირექტორად. 2011-2012წწ. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან მოღვაწეობდა არასამთავრობო სექტორში. იყო საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი. 2016 წლიდან არის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე. პარალელურად არის კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენი კურსის ფარგლებში სერგი კაპანაძე კითხულობს ლექციებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა

Teachers

კახა გოგოლაშვილი


სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. იგი მოღვაწეობდა აკ...
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. იგი მოღვაწეობდა აკადემიურ სფეროში და დიპლომატიურ სამსახურში.1994-96 წლებში ბ-ნი გოგოლაშვილი ჩაბმული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ირგვლივ წარმოებულ მოლაპარაკებათა პროცესში. 1996-2000 წლებში კი მოღვაწეობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიაში (ქ.ბრიუსელი) ჯერ მრჩევლის, შემდეგ კი დესპანის რანგში. 2000 წლიდან ბ-ნი გოგოლაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და მომდევნო წლის განმავლობაში აღნიშნული კომისიის მდივანია. ჩვენი კურსის ფარგლებში კახა გოგოლაშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ასოცირების შეთანმხებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კითხულობს ლექციებს.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა

Teachers

ეკა აკობია


ეკა აკობია არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტთან პარტნი...
ეკა აკობია არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტთან პარტნიორობით). ამჟამად იგი გახლავთ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და ხელმძღვანელობს კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტს. იგი ასევე არის ასოცირებული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ასწავლის შემდეგ საგნებს: საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები და გაეროს სამშვიდობო ოპერაციები. მას გამოცემული აქვს რამდენიმე აკადემიური სტატია და საავტორო კონტრიბუცია ევროკავშირთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოთა სერიაში, რომლებიც გამოიცა ჟან მონეს პროექტის ფარგლებში. 2005-2016 წლებში იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2012-2016 წლებში გახლდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი. მას აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის მონაწილეობდა საქართველოს გლობალური პარტნიორობის დღისწესრიგის განვითარებაში 2008 წლის შემდგომ. მას საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს ბეილორის უნივერსიტეტში (აშშ) და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში მოპოვებული აქვს ჰართვიკის კოლეჯში (აშშ). კურსის ფარგლებში ეკა აკობია კითხულობს ლექციას ევროპული ფასეულობების შესახებ.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა

Teachers

ლევან მახაშვილი


ლევან მახაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში. საპარლამენტო გუნდთან შეერთებამდე, იგი ექვსი წელი მუშაობდა საჯარო სექტო...
ლევან მახაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში. საპარლამენტო გუნდთან შეერთებამდე, იგი ექვსი წელი მუშაობდა საჯარო სექტორში - საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის მრჩევლად და მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამმართველოში მოწმისა და დაზარალებულის უფროსს კოორდინატორად. ლევანი არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრი ევროპულ კვლევებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის მაგისტრი სისხლის სამართალში, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტი. ლევან მახაშვილი 2011 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების ტრენერი და აქტიურად გამოსცემს აკადემიურ პუბლიკაციებს. კურსის ფარგლებში ლევან მახაშვილი კითხულობს ლექციას ევროკავშირის ისტორიის შესახებ.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა

Teachers

ივანე ჩხიკვაძე


ივანე ჩხიკვაძე არის ევროპის კოლეჯის (ვარშავა, პოლონეთი) ევროპათმცოდნეობისა და საჯარო ადმინისტრაციის (საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტი GIP...
ივანე ჩხიკვაძე არის ევროპის კოლეჯის (ვარშავა, პოლონეთი) ევროპათმცოდნეობისა და საჯარო ადმინისტრაციის (საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტი GIPA) მაგისტრი. 2012 წლიდან იგი მუშაობს ფონდ ღია საზოდაგოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა”, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ჩვენი კურსის ფარგლებში ივანე ჩხიკვაძე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
მეტის ნახვა
ნაკლების ნახვა