Teachers

საქართველოში ევროპული პოლიტიკის მაკოორდინირებელი შიდა ინსტიტუტების გაძლიერება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით

პროექტი განხორციელდა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მიერ. GRASS წარმოადგენს მრავალპროფილურ ანალიტიკურ ცენტრს, რომლის საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და საჯარო  პოლიტიკის სფეროების, საჯარო ადმინისტრირების კვლევასა და ანალიზს. შეფასების  (კვლევის) ძირითადი სპექტრი მოიცავს სასამართლოს, განათლების, კონფლიქტის  მოგვარების, მოწყვლადი ჯგუფების, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო  პოლიტიკის განვითარებას. GRASS დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს  სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების ყოფილ საჯარო მოხელეთა მიერ.  დამფუძნებლები გამოირჩევიან საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სფეროში  რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებით.